პოლიტიკა
ახალი საფრთხე - თურქულ-აზერბაიჯანული დერეფანი სომხეთის ჩრდილოეთ საზღვრის პერიმეტრზე - ანზორ თოთაძე

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. „საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზეა და ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა“, - განაცხადა დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ. მისი თქმით, ამისი მიზეზია შობადობის შემცირება და მიგრაციის მაღალი ტემპები. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ თუ სათანადო ზომები არ იქნება მიღებული, ქვეყნის რეგიონები დაცარიელდება.

დემოგრაფიული კრიზისი საქართველოში საფრთხეს უქმნის სომხეთს და მის ტერიტორიულ მთლიანობასაც კი. საქართველოში თურქული ფაქტორის გამყარება ხდება, თურქულ-აზერბაიჯანულ დემოგრაფიულ ექსპანსიას შეიძლება მოჰყვეს საქართველოს სამხრეთში - სომხეთის საზღვრის პერიმეტრზე - თურქული დერეფნის წარმოქმნა, რომელიც ჯავახეთის გავლით მუსლიმანურ აჭარამდე მივა.

სომხეთისთვის მნიშვნელოვანი დერეფნები საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებზე გადის, კერძოდ, ქვემო ქართლზე, ხოლო ყარაბაღში ომის შემთხვევაში ისინი, შესაძლოა, ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა გადაკეტონ. გარდა ამისა, რეგიონიდან სომხების მიგრაციის ფონზე ჯავახეთის თურქი მესხებით და აჭარლებით დასახლების შემთხვევაში კონტროლი სომხეთისათვის მნიშვნელოვან ორ არტერიაზე, რომლებიც უზრუნველყოფს შავ ზღვაზე და აჭარაში გასასვლელს, შესაძლებელია, თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის ხელში გადავიდეს. თავად აჭარა და მისი დედაქალაქი ბათუმი უკვე პატარა თურქეთს გვაგონებს.

საქართველოს აზერბაიჯანული სათვისტომო არის soft power ბაქოსთვის, რომელიც აქტიურად იყენებს მის პოტენციალს. ყოველივე ამაზე სომხეთმა რეაგირება უნდა მოახდინოს ჯავახეთში საინვესტიციო პროექტების რეალიზაციით, სომხების მიგრაციის თავიდან აცილებით, საქართველოს სომხებით დასახლებული რაიონების დაფინანსებით ადგილებზე ეკონომიკური სიმძლავრეების შესაქმნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სომხური სათვისტომო რამდენიმე წლის შემდეგ, უბრალოდ, აღარ იარსებებს.