უცხოეთი
ბელარუსი ნავთობის იმპორტს, რუსეთის ნაცვლად, ბალტიის და უკრაინის პორტებიდან განახორციელებს

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ბელარუსი ნავთობის იმპორტს, რუსეთის ნაცვლად, ბალტიის და უკრაინის პორტებიდან განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა, სერგეი გრიბმა გააკეთა.

„იმედი გვაქვს ნავთობის ალტერნატიულ იმპორტს წელს დავიწყებთ“ – განაცხადა გრიმბმა.

მისივე თქმით, ბელარუსში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შესაძლებელია აზერბაიჯანის, ნიგერიის ან საუდის არაბეთის ნავთობის გადამუშავება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა დროებით შეწყვიტა დიზელისა და ბენზინის უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტი. ამის მიზეზად ბელარუსის ნავთობკომპანიაში რუსეთიდან იმპორიტებული ნავთობის ხარისხთან დაკავშირბული პრობლემები დაასახელეს.

22 აპრილს მოზირსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძვირადღირებული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. ამის მიზეზად უხარისხო რუსული ნავთობი დასახელდა. დაბინძურების წყარო აღმოაჩინეს სამარის ოლქში, ბელარუსის საზღვრიდან, 500 კილომეტრში. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ პირობა დადო, რომ ნავთობის ხარსხი უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება.

რუსეთსა და ბელარუსს შორის დავის მთავარი საგანი მოსკოვის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც მინსკი რუსული ნავთობის იმპორტზე შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს. ბელარუსის ხელისუფლების გათვლებით, რუსეთის ამ გადაწყვეტილების შედეგად მინსკი მილიარდობით დოლარს დაკარგავს. ამის გამო ბელარუსი რუსული ნავთობის ალეტერნატივას ეძებს.

1tv.ge