უცხოეთი
პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელის უკვე მოაწერა და დოკუმენტის ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების მიხედვით, არაღიარებული რესპუბლიკების მცხოვრებლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადს 3 თვის ვადაში განიხილავენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პუტინმა გადაწყვტილება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მიიღო და საყოველთაოდ მიღებული პრინციპებით და საერთაშორისო კანონმდებლობით იხელმძღვანელა“. დოკუმენტი ძალაში გამქოვეყნებისთანავე შევიდა.

1tv.ge