პოლიტიკა
მსგავსი რამ არ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი! – ფადი ასლი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე ლაპარაკობს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის თქმით, აშშ-ის კონგრესში შესული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საქართველოს სანქციები დაეკისროს, საქართველოს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება.

ამის შესახებ ფადი ასლი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად ქართული მხარის მტკიცებისა, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მე-6 ადგილზეა, ამას აღარავინ დაიჯერებს.

"ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განავლობაში უამრავ ინვესტორს შეექმნა აქ პრობლემა. 20 წელია, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიი ვარ და არ მახსოვს, რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი", - ამბობს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ ის კომპანიებია თავისუფალი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით.

დღეს საქართველოში თავისუფალი მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. რომელია თავისუფალი? - TBC, ანაკლია, ფრესკო თუ ომეგა... ასეთ ორგანიზაციებს პრობლემები აქვთ. ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას, სიტუაცია იგივე დარჩება. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, - განაცხადა ფადი ასლიმ.