საზოგადოება
აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში - გიორგი გახარია

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის პოსტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მე არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს. მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში, ძირითადი და სტრატეგიული მხარდამჭერი და აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.