სამართალი
თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია აუცილებელია აქტიური და ქმედითი დემოკრატიისთვის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს თავის მზადყოფნას, დაიცვას პრესის წარმომადგენლების უსაფრთხოება და თავისუფლება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია აქტიური და ქმედითი დემოკრატიისთვის. გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოში ჟურნალისტების დევნა, მათ წინააღმდეგ ძალადობა ან მკველობებიც კი გრძელდება, რაც ძალიან ხშირად დაუსჯელი რჩება“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ, ვინც სიცოცხლე მიუძღვნა ან გაწირა ჟურნალისტიკის გზით დემოკრატიის გაძლიერებისთვის.