აქტუალური
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა - 600 ლარი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი 300 ლარი მიიღეს

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულმა მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანმა ერთჯერადად 600 ლარი მიიღო, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრმა კი - 300 ლარი.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ფულადი დახმარების გაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო დედაქალაქში აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.