პოლიტიკა
„პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ!“ - მიხეილ სააკაშვილი (2004 წლის 12 აპრილი)

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. „მე მივხვდი, რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? - ამბობს იგი - პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერს არ ასრულებდა! მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი - მას პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა... პუტინს კარგად ესმის, რომ საქართველოსთან მიმართებაში საქმის ძველებურად წარმართვა აღარ შეიძლება, ანუ საკითხის ასე დასმა - აირჩიეთ ან რუსეთი და ანაც დასავლეთი - საერთოდ არ შეიძლება“.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
2004 წლის 12 აპრილი
თბილისი