პოლიტიკა
ამერიკული ბაზა საქართველოში: სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას ახდენენ, რათა თავისი სიტყვები უკან წააღებინონ! - არნო ხიდირბეგიშვილი

   ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმისმთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი რადიო SPUTNIK-თან ინტერვიუში მსჯელობს იმაზე, თუ რატომ გამოიწვია ამდენი ხმაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებმა საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნის მიზანშეუწონლობის შესახებ:

„როცა 2005 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების დახურვის შესახებ, მე გაზეთასავალ-დასავალში განვაცხადე - სააკაშვილი ადგილს ამერიკელებისთვის ათავისუფლებს-მეთქი. ამას ირიბად ადასტურებდა ორი ფაქტი:

სააკაშვილმა უარი თქვა პუტინის წინადადებაზე, ბათუმის ბაზის ნაცვლად ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრი გაეხსნათ და დაჟინებით მოითხოვა რუსეთის ჯარების უმოკლეს ვადაში გაყვანა - ერთ წელიწადში, მოსკოვის მიერ მოთხოვნილი 15 წლის ნაცვლად;

სააკაშვილის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა ნეიტრალიტეტის პოლიტიკის განხილვაზე, რომელიც იმ მომენტში საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება გახლდათ.

2012 წელს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ შეცვალა, რომც ნდომოდა, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას ვერ დახურავდა. საქართველოში ჯერ ნატოსთან ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი და აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა. შემდეგ საქართველოს თავისი საზღვაო პორტებით - ბათუმის, ფოთის და დაპროექტებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით (წყალქვეშა ნავებისა და ავიამზიდებისთვის) მნიშვნელოვანი როლი გამოუყვეს შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიულ კონცეფციაში, საიდანაც აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა.

მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად შეიცვალა, რომელმაც, პირიქით, განაცხადა, რომ განზრახული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა. დონალდ ტრამპის მმართველობისას აშშ-სათვის საქართველოს ღირებულება შემცირდა ვიწრო დერეფნამდე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საჰაერო და სახმელეთო წვდომა ავღანეთში, სადაც ნატოს მისიაში 870 ქართველი მსახურობს.

საქართველოში ნატოს ბაზის გახსნა კი არ გამოვა, ვიდრე მას ალიანსში არ მიიღებენ, რაც განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო. საქართველოს ჩრდილოატლანტიკური სიცივით უარი უთხრეს ყველა დონეზე - აშშ-ის პრეზიდენტიდან და ნატოს გენერალური მდივნიდან - ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებამდე. მხოლოდ უფლება მისცეს, თავის ტერიტორიაზე ნატოს წვრთნები ჩაატაროს, სამხედროები ნატოს საერთაშორისო ოპერაციებისთვის გაწვრთნას და თავის საზღვაო პორტებში ნატოს და აშშ-ის სამხედრო ხომალდები მიიღოს.

ამიტომ ამერიკის ხმისათვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა საქმის რეალური ვითარება დააფიქსირა - დღეს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნა მიზანშეწონილი არ არის! არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად შეფასდეს, და არ ვფიქრობ, რომ აშშ მზად არის აქ სამხედრო ბაზის განლაგებისთვის, რაც, ალბათ, რეაქციას გამოიწვევს როგორც რუსეთის, ისე ტერორისტული მოძრაობების მხრიდან, რომლებიც მეტად აქტიურია ამ რეგიონში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მერედა, რა არის ამაში სკანდალური და სენსაციური?! რუსეთი . . ახალი ევროპის ქვეყნებთან თავის საზღვრებთან ალიანსის ბაზების განთავსებაზეც კი მტკივნეულად და ადეკვატურად რეაგირებს, ხოლო კავკასიაში, სადაც კუდის მოსაქნევი ადგილიც არ არის, ეს ამბავი მას სამჯერ უფრო გააბრაზებს! სოხუმი და ცხინვალი, სომხეთი და აზერბაიჯანი - ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან მიჯრილი, რომ ვერ გაარჩევ - აბა სცადე, რაკეტები ზუსტად დაუმიზნე! და თუკი ვაჰაბიტები, პანკისის ხეობის ბოევიკების მხარდაჭერით, მოისურვებენ, თბილისის შემოგარენში გახსნილ ამერიკულ ბაზას დაარტყან და აშშ-ზე შური იძიონ მათი ოჯახის წევრების განადგურებისთვის, რომლებიც სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდნენ?! ან ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ აქტს თუ მოაწყობენ?
თავისუფალ საფრანგეთში გაზრდილმა ქართველი ემიგრანტების შვილმა ამიტომაც განაცხადა მისთვის დამახასიათებელი უშუალობით, რომ საეჭვოა, ვაშინგტონმა თბილისს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის რეკომენდაცია მისცეს. რა არის აქ გაუგებარი?!

მაშ რატომ დაემართა ნაცოპოზიციას ასეთი ისტერიკა? რატომ დაემუქრნენ ზურაბიშვილს იმპიჩმენტით? რატომ ვრცელდება სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ დეზინფორმაცია, რომ საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე შეაჩერა აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მომზადება? განა თქვენ არ იყავით, ძვირფასო ბატონებო, აგრეთვე მოქმედი ხელისუფლების მინისტრებო, რომლებსაც მხოლოდ ვაშინგტონის კონსულტაციის და სანქციის შემდეგ ნიშნავენ და ათავისუფლებენ, მაგალითად - თავდაცვის მინისტრს, ჯერ კიდევ გუშინ ზანტად რომ იშორებდით თავიდან ჩემს პროგნოზს - აქაოდა, საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნამითიდარუსული პროპაგანდააო“?! გამოდის, ამ ბაზის გახსნა მაინც შედიოდა თქვენს გეგმებში, რომლებიც ჩაიშალა?!

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს - კარგია, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ყოველ წუთს თვალი არ უჭირავს არც მმართველი პარტიისაკენ, რომლის მხარდაჭერის წყალობით გახდა პრეზიდენტი, და არც აშშ-ის საელჩოსაკენ. მთავარი ის კი არ არის, რა თქვა ზურაბიშვილმა, არამედ ის, თუ ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები! ამჟამინდელი პრეზიდენტი პირველია დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელთაგან, ვინც გაბედა, საჯაროდ ეჭვი შეეტანა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეწონილობაში! და როგორი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ დღეს მასზე ყოველი მხრიდან, რათა თავისი სიტყვები უკან წააღებინონ, ეს მომხდარი ფაქტია, რომელიც მას პატივს სდებს!“

2019 წლის 13 მაისი
საქართველო, თბილისი