აქტუალური
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა აუწყა.

კომისიის შემადგენლობა განახლდა და დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით. მიღწეულია შეთანხმება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, რომ მომდევნო კვირაში, სამშაბათს, ოთხშაბათს გაიმართება კომისიის პირველი სხდომა.

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის სენსიტიური საკითხი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყოველგვარი ემოცია გვერდზე გადავდოთ და კომისიას მიეცეს შესაძლებლობა, ნორმალურ ვითარებაში, ისე, როგორც ჩვენს პარტნიორობას შეეფერება, განაგრძოს მუშაობა და მიღწეულ იქნ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგები“, – განაცხადა ზალკალიანმა.