აქტუალური
პარტიის ოფისში გახსნილ საროსკიპოში ერთი საათით ფართობის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. პარტიამ ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩისაკუთარ ოფისში საროსკიპო პიონერი" გახსნა და ამ ფორმით პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც 8 მაისს გლდანში როენა ხუცურაული, იგივე „მამიდა" საკუთარ სასტუმროში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს, „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მას სოლიდარობას უცხადებს.

როგორც ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს, დაკავდეს ფასიანი სექსუალური მომსახურებით, შესაძლებლობა აქვს, სექსმუშაკთან ერთად მივიდეს „გირჩის" ოფისში გახსნილ საროსკიპოში.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და გულისხმობს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას, არის პატიოსანი შრომა. მათ შორის პატიოსანი შრომაა პროსტიტუციაც", – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც „გირჩის" ლიდერმა აღნიშნა, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება სექსუალური მომსახურებისათვის გამოყოფილ ფართობებსა და ქვეყანაში არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შორის, სადაც ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ფასიან სექსუალურ მომსახურებასაც იღებენ.

პარტიის ოფისში გახსნილ საროსკიპოში ერთი საათით ფართობის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება.

აღმოჩნდება თუ არა ზურაბ ჯაფარიძე „მამიდის" გვერდით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, მათთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ფაქტით ირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.