უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - სატელეფონო საუბრისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის პრეზიდენტს რუსულ-ამერიკული კავშირების აღდგენა სურს

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას რუსულ-ამერიკული კავშირების აღდგენა და პრობლემების გადაწყვეტა სურს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, სოჭში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასევე სურს კავშირების აღდგენა სრულად.

„ვიმედოვნებ, რომ ახლა ვქმნით ამისთვის საჭირო პირობებს, რადგან ბატონი მიულერის კომისიამ, რომლის მუშაობა უფრო ეგზოტიკური იყო, თუმცა ჯერ კიდევ უნდა ჩაითვალოს ობიექტურ გამოძიებად, დაადასტურა რუსეთს და აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას შორის შეთქმულების არარსებობა. ამ გამოძიებას ჩვენ თავიდანვე სისულელე ვუწოდეთ, რადგან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის მხრიდან სახელმწიფო დონის ჩარევა არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო“ – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკის სფეროში არის სფეროები, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია ერთობლივი მუშაობა არა მხოლოდ ორი ქვეყნის მოსახლეობის, არამედ მთელი მსოფლიოს მეტი წარმატებისთვის.

„ჩვენ უკვე გვქონდა პროდუქტიული დიალოგი. არის ადგილები, სადაც უთანხმოება გვაქვს. ასევე არის ადგილები, სადაც ნამდვილად ემთხვევა ინტერესები, რომელიც შეიძლება განვავითაროთ. ყველაზე მთავარია, რომ პრეზიდენტ ტრამპს ძალიან სურს ამის გაკეთება. ჩვენ ყოველთვის, ისევე როგორც თქვენ, დავიცავთ ჩვენი ერების ინტერესებს, მაგრამ არის ადგილები, სადაც ჩვენ ქვეყნებს შეუძლიათ აღმოაჩინონ სად შეგვიძლია თანამშრომლობა და პროდუქტიულობა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში, მაიკ პომპეო რუსეთს პირველად ესტუმრა.

1tv.ge