პოლიტიკა
ზუგდიდი, არჩევნები: კანონის დარღვევა არც ერთ პროვოკატორს არ შერჩება! - პრემიერი ბახტაძე აფრთხილებს

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.