პუბლიკაციები
საქართველოში უმრავლესობა რუსეთთან მეგობრობის მომხრე და ნატოს მოწინააღმდეგეა - სიმართლის დაფარვა სააკაშვილის შეკვეთილმა უკრაინულმა გამოკვლევამაც კი ვერ შეძლო! - საქინფორმი

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიახვედრეს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებას მისი დახმარება არ სჭირდება და უკრაინაში მისი დაბრუნება დაპატიმრებით დამთავრდება, საქართველოს ექსპრეზიდენტს ერთი ავანტიურული იდეაღა დარჩა - თბილისში დაბრუნება სახელმწიფო გადატრიალების - ახალი „ფერადი რევოლუციის“ გზით, რომლის პროვოცირება, ისევე, როგორც 2003 წლის ნოემბერში, უნდა მოახდინოს აგრესიულმა პროპაგანდისტულმა ძირგამომთხრელმა მანქანამ - მისმა კუთვნილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა.

საქართველოში ამისთვის აუცილებელი „რევოლუციური სიტუაციის“ მოდელირების და მოქმედი ხელისუფლების ახლო მომავალში მოსალოდნელი კრახის წინ მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის მიზნით (ისევე, როგორც 2009 წელს მისი ბრძანებით მომზადებულმა ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულმა „ქრონიკამ“ „საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების განმეორებით შემოჭრის“ შესახებ), სააკაშვილმა საკუთარი სახსრებით საიდუმლოდ შეუკვეთა „სოცგამოკითხვა“ უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს, როგორც მსოფლიოს წამყვან სამეულში შემავალი მსოფლიო ბაზრის კვლევით დაკავებული ფრანგული კონსალტინგური კომპანიის IpsosGroup S.A.-ს ფილიალი (შტაბბინით პარიზში). თუმცა, ცდილობდა, ეს ფაქტი დაემალა, სანამ ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეკითხვაზე IPSOSFrance-მ ოფიციალური წერილით არ უპასუხა, რომელში ამ გამოკვლევაშიც ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს და განმარტავს, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უკრაინულ ფილიალს შეუკვეთა, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მისი ჩატარებისათვის.

მაგრამ ასეთმა „გამოკვლევამაც“ კი, სააკაშვილის მიერ შეკვეთილი შედეგებით, ვერ შეძლო სიმართლის დაფარვა - რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს და ემხრობა რუსეთის ფედერციასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენისაკენ მიმართულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

უკრაინული ორგანიზაციის შეკითხვაზე - რა მიმართულებით მიდის ქვეყანა? - მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა უმრავლესობამ - 69%-მა უპასუხა, რომ არასწორით, რომ საქართველო მცდარი მიმართულებით მიდის. და მხოლოდ 20%-ს მიაჩნია, რომ საქართველომ სწორი კურსი აიღო და სწორი მიმართულებით მიდის.

საქინფორმის რედაქცია