აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უნდა იყვნენ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“.

ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ღია არაკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გამოვხატო შეშფოთება და პირდაპირი უარყოფა, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ვიკავებდი თავს რამე სახის კომენტარებისა და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ჩემი უპარტიო სტატუსის გამო. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, ასრულებს რამე ფუნქციას თუ არა, არის ის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.