პოლიტიკა
საქართველოს ნატოში არ უნდა! – NDI-ს ამერიკულმა გამოკვლევამაც კი დაადასტურა - საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 78%-დან 24%-მდე შემცირდა

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკვლევის გუშინ გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების უალტერნატივო ევროატლანტიკური სამთავრობო კურსის მომხრეთა რაოდენობა 83%-დან 77%-მდე შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა რიცხვი 4%-ით გაიზარდა და 13% შეადგინა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების უალტერნატივო ევროატლანტიკური სამთავრობო კურსის მომხრეთა რაოდენობა კი 78%-დან 24%-მდე შემცირდა, ამავე დროს გაიზარდა ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა - 13%-დან 15%-მდე.

შესაბამისად, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 56% უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას - მთავრობის მიერ გატარებულ უალტერნატივო საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ არის მიმართული, დადებითად კი მას მხოლოდ 36% აფასებს.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და „CRRC-საქართველომ“ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. შედეგების საშუალო ცდომილება +/-2,3%-ს შეადგენს.