აქტუალური
კახი კალაძე: ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა "ქარშეარინგის" პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსული კომპანია ახორციელებს.

"ჩვენ მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ყველას, ვინც მოგვმართავს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავუმონტაჟებთ ელექტროდამტენებს, რომ აღნიშნული მიმართულება გავაძლიეროთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ქალაქში მართლაც გვაქვს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. ასეთი პროექტი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის განხორციელებული და მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენს სამშობლოშიც განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.