აქტუალური
სააკაშვილს ყველაფერზე ვესაუბრები, რაც მოემსახურება ოპოზიციის წარმატებას და პოლიტიკური დევნილების, მათ შორის, მის დაბრუნებას - ნიკა მელია

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ლიდერთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩასვლას და პირისპირ საუბარს გეგმავს. მელია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

მიხელ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები. ვფიქრობ, ეს არისნაციონალურ მოძრაობისმონაგარი და თუ ვინმე უნდა იყოს კმაყოფილი, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილია.

არჩევნების შემდეგ სააკაშვილთან არ მიკონტაქტია. უახლოეს პერიოდში ვაპირებ არა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციას, არამედ მასთან ჩასვლას. მნიშვნელოვანია, რადგან კარზე პრაქტიკულად გადამწყვეტი პერიოდია მომდგარი, სადაც საბოლოოდ ხალხმა პოლიტიკური ბაგირი უნდა გადაუწიოს ბიძინა ივანიშვილს.

ყველაფერზე ვესაუბრები, რაც მოემსახურება ოპოზიციის წარმატებას და პოლიტიკური დევნილების, მათ შორის, მის დაბრუნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციის კონსოლიდაციის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება დროში გაიწელება.

ჩვენ ჩვენი სიცოცხლე გადავდეთ ბრძოლისთვის, ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალო პოლიტიკას, ეს არის გაშმაგებული ბრძოლაან ნათელი მომავალი, ან უკან, წარსულში, რომელსაც ერქვა შევარდნაძის ეპოქა.

ამიტომ, მე თუ შემეშლება, უნდა მიმითითონ, თუ დავდებ ცუდ გეგმას, მითხრან, რომ ეს არ არის ის გეგმა, რომელიც ივანიშვილს ახლა დაამარცხებს და პირიქით“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.