სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ .-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასჯელის გამოცხადებამდე მოსამართლემ დასანიშნ სასჯელთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები მოისმინა.

სასჯელის ზომის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში დ.ღ-ს ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.