პუბლიკაციები
სააკაშვილისთვის რბილად ჩამორთმეულ ხელისუფლებას მას რბილადვე უბრუნებენ?! - საქინფორმი

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. 50 წელს გადაცილებულებს, უეჭველია, ახსოვთ, რომ ხელისუფლების ყოველი მორიგი ცვლა „დამოუკიდებელ“ საქართველოში (სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ) ერთი და იმავე სცენარით ხდებოდა.

პირველი და მთავარი ფაქტორი: ქვეყანაში სოციალური ვითარება უკიდურესად მძიმდებოდა - ეროვნული ვალუტის (კუპონის) გაუფასურება და ცარიელი სახელმწიფო ხაზინა, კვების პროდუქტების, პურის, მედიკამენტების და ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირება, უმუშევრობა და დასაქმებულთა წლობით არაიდენტიფიცირებული ხელფასი მოქალაქეების ელემენტარულ გადარჩენას შეუძლებელს ხდიდა.

ამ ყველაფერს ვხედავთ დღეს, როდესაც ლარმა თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა და დოლარის მიმართ 2,80 ნიშნულამდე დაეცა. და ეს ხდება ზაფხულში, როდესაც ხაზინაში მილიონობით ტურისტისგან შემოსული ფულის ნაკადი მიედინება და ბოსტნეულის, ხილის და მწვანილის შემოსვლის დროს თავის გამოკვება ყოველთვის ყველაზე ადვილი იყო...

ზემოთ მითითებულ მთავარ - ეკონომიკურ ფაქტორს, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ანტურაჟი დაედება ხოლმე, მაგალითად: რუსეთისადმი მტრული პოლიტიკა; კავკასიელ მეზობლებთან და ქვეყნის შიგნით ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის გამწვავება; დანაშაულებრივი პოლიციური რეჟიმის გამკაცრება ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით.

მთელ ამ ანტურაჟს, პოლიციური რეჟიმის გამკაცრების გარდა, ჩვენ დღეს ასევე ვხედავთ, თანაც - ერთდროულად: რუსოფობია, აზერბაიჯანთან დავით გარეჯის გამო ურთიერთობის გამწვავება, პანკისის ხეობის ჩეჩნებთან კონფლიქტი, ახლო მომავალში კი სავსებით მოსალოდნელია პროვოკაციები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, პრობლემები იქ კომპაქტურად მცხოვრებ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არასოდეს შეიძლება თქვა „არასოდეს“, და აგრეთვე იმის, რომ გუშინ სააკაშვილს დაუბრუნეს უკრაინის მოქალაქეობა, სადაც ის დღეს ჩაფრინდება, შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში ხელისუფლებას, რომელიც რბილად ჩამოართვეს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების გზით, მათ ასევე რბილად უბრუნებენ...

საქინფორმის რედაქცია