საზოგადოება
წლების განმავლობაში დაგროვებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა - ექსპერტები ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზებს ასახელებენ

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ექსპერტები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. მთავრობის უმოქმედობის ფონზე მათი პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი არსებულ ვითარებაში ვერც ლარის დასტაბილურების და ვერც ფასების ზრდის შეჩერების შესაძლებლობას ვერ ხედავენ.

"ის, რომ დღეს ლარი უფასურდება რაღაც რეკორდულ მაჩვენებლამდე, არის იმ წლების განმავლობაში დაგროვებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალი. ამ გაუფასურებით თუ ვინმე ზიანდება, არის მოსახლეობა და ისედაც ამ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები", - აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.