აქტუალური
სააკაშვილმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მილიონ 150 ათასი ადამიანი დაგვიტოვა, უკრაინას ასეთი დახმარება არ სჭირდება! - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მილიონ 150 ათასი ადამიანი დაგვიტოვა, უკრაინას ასეთი დახმარება არ სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმ ზელენსკის დახმარება სჭირდება.

სააკაშვილი არის ავანტიურისტი. რაც შეეხება დახმარებას, თავის თავს როგორ დაეხმარა, ყველამ კარგად ვიცით. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში იყო, სახელმწიფოსა და საქართველოს როგორ დაეხმარა, ესეც კარგად იცის. მას უკავშირდება სწორედ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც 2012 წლამდე ჩამოყალიბდატერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, ეკონომიკური პრობლემებითა და სიღარიბით. მილიონ 150 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი დაგვიტოვა ჩვენნაციონალური მოძრაობისხელისუფლებამ. ეს არის სააკაშვილის დახმარება სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ. უკრაინას ასეთი დახმარება, ბუნებრივია, არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორმა განაცხადა, რომ ზელენსკის დახმარება სჭირდება პარლამენტსა და საკადრო პოლიტიკაში.

ვხვდები, რომ ახლა ზელენსკის უნდა დავეხმაროთ, რადგან თუ მას არ გამოუვა, მაშინ მთელ უკრაინას არ გამოუვა. ამიტომ, მას უნდა დავეხმაროთ პარლამენტშიც და კადრებითაც. ამიტომ აუცილებელია, რომ მხოლოდ დამკვირვებლები არ ვიყოთ და პროცესში ვმონაწილეობდეთ“, – აცხადებს სააკაშვილი.