სამართალი
სუს-მა თაღლითობის მცდელობისთვის დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეს გამოცდის ჩაუბარებლად მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მურმან . დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მურმან . სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.