საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი: რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ლევან ვასაძის მოწოდებებთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინსიტროს „რაინდის“ მოწოდებებზე, რომ პოლიციის კორდონები გაარღვიონ, მინისტრის მოადგილის თქმით, ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, შესაბამისი სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული.

რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადე პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია, პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.