აქტუალური
არავითარი ინტერესი არ მამოძრავებს არც რუსეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, გარდა ჩემი ქვეყნის ინტერესებისა - ლევან ვასაძე

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ალექსანდრე დუგინი 2015 წელს გავიცანი, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ საქართველოზე საშინელ რაღაცებს ამბობდა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებმაც რუს სოციოლოგ და ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინთან ურთიერთობაზე ჰკითხეს.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, დუგინი გაიცნო, რათა აეხსნა, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის დანაწევრებული და მტრული სახელმწიფო.

ალექსანდრე დუგნი, როგორც არაერთხელ განმიცხადებია ქართულ მედიაში, იგი გავიცანი მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ამბობდა საშინელ რაღაცებს საქართველოზე. ეს იყო 2015 წელს. ხშირად მითქვამს მედიაში, მაგრამ, ალბათ, ხშირად გჭირდებათ გამეორება. ეს კაცი გავიცანი იმისთვის, რომ ამეხსნა მისთვის, ალბათ, მთავარი რუსი კონსერვატორისთვის დაველიკოდერჟავნიკისთვის“, რომ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში არის არა დანაწევრებული და მტრული სახელმწიფო, არამედ მეგობრული და ერთიანი საქართველო“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეკითხვაზე, რა მოხდა მას შემდეგ, რაც აუხსნა, ვასაძემ მედიას ურჩია, ნახონ კადრები, რას ამბობდა დუგინი 2015 წლამდე საქართველოზე და რას ამბობს 2016 წლიდან.

ჩვენი გაცნობა მოხდა 2015 წელს, შეგიძლიათ აიღოთ კადრები, რაებს ლაპარაკობს დუგინი 2015 წლამდე საქართველოზე და ნახოთ კადრები, რაებს ლაპარაკობს 2016 წლიდან საქართველოზე და შეადაროთ. თქვენ თვითონ გააკეთოთ დასკვნები, მე ამით არ ვტრაბახობ, შევძელით თუ არა ჩვენ, ამ შემთხვევაში, ერთმა ქართველმა პატრიოტმა ამ ყველაზე ნაციონალურად განწყობილი რუსი კონსერვატორი-ფილოსოფოსის შემოტრიალება. მე ეს გავაკეთე ერთადერთი მიზნით, ჩავთვლე, რომ თუ ამ რუსი კონსერვატორების ფლანგს უკიდურესი მარჯვენა მხრიდან შემოვუვლი და მათ მთავარ რუპორს მოვთოკავ, დავუმეგობრებ საქართველოს და ავუხსნი, რომ ეს არის სწორი, მაშინ ის კაცი იძლევა რუსეთში პატრიოტიზმის ვალიდაციას და აწი დუგინის ბოლო განცხადებების მერე ვინც არ ეთანხმება მას, მან უნდა აჯობოს დუგინს რუსეთის პატრიოტიზმში. ამით დაუმთავრე მე მათ ყველაფერი. მე რა, ჩვენმა კულტურამ“, – განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენის შეფასებით, მან ამით ის გააკეთა, რასაც მთელი ქართული პოლიტიკა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა აკეთებდეს წლების განმავლობაში.

ამით გავაკეთე მე ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში უნდა აკეთებდეს მთელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთელი ქართული პოლიტიკა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მავთულხლართებთან მირბენას, შარვლის ჩახდას და უკანალის ჩვენებას ოკუპანტებზე, რომელიც არის სირცხვილი კავკასიაში ჩვენი ერისა, უნდა ვმუშაობდეთ ასე. მე ამას ვაკეთებ პირადი საფრთხის ხარჯზე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, ბიზნესმენის თქმით, ყველა რუსი კონსერვატორი „დერჟავნიკი“ მასზე იტყვის, რომ ის კაცია, რომელიც მათ აკვირვებს და აბრაზებს.

ვიღაცამ თქვა, რომ ვლადიმერ ევტუშენკოსთან მუშაობდა და . . რუსეთის აგენტიაო. თუ როდესმე მიაღწევთ ვლადიმერ ევტუშენკომდე და ის გაგეხსნებათ გულახდილობაზე, კითხეთ მას, როდესაც აპირებდა ბიჭვინთის ყიდვას, ვინ ჩაუშალა, ვინ აღუდგა ამის შეძენას, როგორ მოუვიდა ამის გამო იური ლუჟკოვთან კონფლიქტი, როგორ დაკარგა მან ამის გამო ფული. 400 ათას თუ 300 ათასი ქართველის მსგავსად, დავდივარ, ვაკეთებ ჩემს საქმეს რუსეთში, ყველა რუსი კონსერვატორიდერჟავნიკიგეტყვით ჩემზე, რომ მე ვარ სწორედ ის კაცი, ვინც მათ აკვირვებს, აბრაზებს. მესმის ურწმუნო, ეჭვიანი, მშიშარა ადამინების ტვინისთვის ეს წარმოუდგენელია. არავითარი ინტერესი არ მამოძრავებს არც რუსეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, გარდა ჩემი ქვეყნის ინტერესებისა“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.