საზოგადოება
ნინო ლომჯარია - შევახსენებ აქციის მონაწილეებს, აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“ წერს.

ლომჯარია მოუწოდებს ხელისუფლებას, „გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი“.

„საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება!“,- წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“.

1tv.ge