პუბლიკაციები
საქინფორმის საგანგებო განცხადება: ვინ გასცა შსს-ს სპეცრაზმზე დემონსტრაციების დასარბევი BD-100 ტიპის რეზიის ტყვიები?

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, თბილისში 20-21 ივნისის ღამეს მიტინგის დაშლისას საქართველოს შსს-ს სპეცდანაყოფებმა, შავი ბურთულების ფორმის რეზინის ტყვიების გარდა, გამოიყენეს BD-100 კლასიფიკაციის ცილინდრული ფორმის ნარინჯისფერი რეზინის ტყვიები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმით წასულ დემონსტრანტებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიაყენა. ეს სააკაშვილის პუტჩისტებისთვის საბაბად იქცა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას სასწრაფოდ გადადგომა მოეთხოვათ.

     შსს-სთან დაახლოებული კომპეტენტური წყაროდან საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ტყვიები, რომლებსაც მრგვალი ფორმის ტყვიებთან შედარებით მეტი შემაჩერებელი მოქმედება აქვთ და ძლიერ ტკივილისმიერ შოკს იწვევენ, სპეცრაზმელებს დაურიგეს შეიარაღებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა, რომლებიც შსს-ში ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის დროიდან მუშაობენ და მინისტრად მისი დაბრუნება უნდათ, ხოლო სახელმწიფოს სათავეში სააკაშვილის ხილვა სურთ.