პოლიტიკა
საქართველოსთან და უკრაინასთან ურთიერთობის კურატორი გრიგორი კარასინი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 69 წლის გრიგორი კარასინი ფედერაციის საბჭოში იქნება წარდგენილი სახალინიდან, რადგან რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული და უკრაინული მიმართულების კურატორს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ზღვრული ვადა ეწურება. ამის შესახებ РБК-ს ზედა პალატაში არსებულმა ორმა წყარომ აცნობა.

კარასინს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი აქვს. ამიტომ მასზე არ ვრცელდება „ბინადრობის ცენზი“: მოთხოვნა, რომლის მიხედვით ფედერაციის საბჭოში რეგიონიდან წარდგენილი კანდიდატები იქ უშუალოდ წარდგენამდე ხუთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ან ჯამში 20 წლის განმავლობაში.

მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე კარასინი კურატორობს ორმხრივ ურთიერთობას დსთ-ს ქვეყნებთან, კერძოდ, უკრაინასთან, აგრეთვე წარმოადგენს რუსეთის მხარეს საქართველოსთან მოლაპარაკებებში ჟენევის და პრაღის ფორმატებში.