პოლიტიკა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ისეთ პარტიებს მიაქვთ, რომელთაგან საზოგადოება არც პიროვნებებს იცნობს და არც ამ პარტიების სახელი გაუგია - გია ვოლსკი

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ისეთ პარტიებს მიაქვთ, რომელთაგან საზოგადოება არც პიროვნებებს იცნობს და არც ამ პარტიების სახელი გაუგია.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიების დაფინანსების წესსა და სხვა საკითხებზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება.

არ მინდა, უტრირებაში შევიდე, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარდამჭერი ჰყავს და თუ მათი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი როლი უნდა შეასრულონ, იგივე ადამიანების დაფინანსება ბიუჯეტიდანაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ დაფინანსებაზე ლიგიკური კავშირი უნდა არსებობდეს და ეს რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამო არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.