უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაუქმებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების შეთანხმების გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზეა (pravo.gov.ru) გამოქვეყნებული.

შეთანხმების პირობების დარღვევაში მოსკოვს ვაშინგტონი ადანაშაულებდა, რომელმაც რუსეთს ვითარების გამოსასწორებლად ვადა ორ აგვისტომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის ულტიმატუმი წაუყენა.

თუმცა, ვაშინგტონს მოსკოვმა დაასწრო. შეთანხმებიდან გასვლის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ განიარაღებასთან დაკავშირებით ყველა წინადადება „მაგიდაზე, კარი კი ღია რჩება“, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ინიცირება აღარ მოხდეს.

მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების შეთანხმებას ხელი 1987 წელს, ექსპრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს.

1tv.ge