პუბლიკაციები
საქინფორმის მთავარი რედაქტორი: გეი გაბუნიას „რუსთავი 2“-ის გენდირექტორთან სძინავს, სიტყვა კი მას სააკაშვილმა დაუწერა - Daily Storm

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. „ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში ვლადიმერ პუტინს აგინა, არის გეი, ისევე, როგორიც არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მისი სექსუალური პარტნიორია. გაბუნიას შეურაცხმყოფელი მონოლოგის ავტორად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც სრულად აკონტროლებს „რუსთავი 2“-ის საქმიანობას“, - ამის შესახებ Daily Storm-ს ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა განუცხადა, რომელმაც საკუთარი სანდო წყაროები მოიშველია. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა 8 ივლისს მოაწყო სპექტაკლი, რათა საკუთარი თავისთვის ეჭვები აერიდებინა და გაბუნია მისი სალანძრავი ტირადის გამო დატუქსა.

ტელეწამყვანი გაბუნია და ტელეკომპანიის („რუსთავი 2“) გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან, ისინი გეები არიან, გვარამია ტელეწამყვანის სექსუალური პარტნიორია“, - განუცხადა Daily Storm-ს ხიდირბეგიშვილმა.

მისი თქმით, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომლის შესახებაც საქართველოს ყველა მცხოვრებმა იცის. კითხვაზე, თუ რატომ დაგმო 8 ივლისს სააკაშვილმა გაბუნიას სიტყვები, ხიდირბეგიშვილმა განაცხადა: „ეს იყო სპექტაკლი, რათა საკუთარი თავისთვის ეჭვები აერიდებინა, ვინაიდან ეს მისი პროვოცირებულია, ეს მისი ტელეკომპანიაა („რუსთავი 2“), რომელიც არაფერს აკეთებს მისი მითითებების გარეშე, და უფრო მეტიც, მაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ამაზრზენი მონოლოგი მიხეილ სააკაშვილმა დაწერა“.

საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის აზრით, გვარამიასა და გაბუნიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია შესაძლოა მათთვის თავისებურ დაცვად იქცეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინის შეურაცხყოფის ბრალდებისგან.