აქტუალური
გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ის ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეხვდა და მასთან განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირა.

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას იზიარებს, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

თქვენ გგონიათ, რომ საბურავების საქმეს მე ან ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, მივიყვანთ ბოლომდე,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ეს აქცია იყო ძალადობრივი, რომელმაც მიიღო პარლამენტის შენობაზე შტურმის სახე. ამ შტურმსნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური აქტივი ელოდებოდა პარლამენტში. ეს სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ის იქნა აღკვეთილი. თქვენ გგონიათ, რომ საბურავების საქმეს მე ან ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, მივიყვანთ ბოლომდე. ეს ის პასუხისმგებლობაა, რის გამოც მე აქ ვარ“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკოსების დაკავებები დაიწყოს, გახარია აცხადებს, რომ ეს იქნება მტკიცებულებებზე დამოკიდებული.

გვესმის, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, გვესმის რომ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული იმიჯი აქვთ, მაგრამ ეს ვერ იქნება ინდულგენცია. თუ ჩვენ ამ მტკიცებულებებს ვერ მოვიპოვებთ, ეს არ იქნება დადასტურებული, რა თქმა უნდა, ეს გახდება კიდევ ერთი საბურავების საქმე. მაშინ ვერ მოაგროვეს შესაბამისი მტკიცებულებები და დარჩა ისე, როგორც დარჩა“,- განაცხადა გახარიამ.