პოლიტიკა
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის, ნესტან კირთაძის, შეხვედრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან

tbilisi_mariotiiდღეს, 16 მარტს, „თბილისი მარიოტის“ სანადიმო დარბაზში გაიმართა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, აუდრონიუს აჟუბალისის, შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით ამ შეხვედრას ესწრებოდა პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე. იგი პარტიის ლიდერების სახელით მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში და მშვიდობა და წარმატება უსურვა ლიტველ ხალხს.

ნესტან კირთაძემ შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება. გამოწვევ ბევრია, მათ შორის, გადაულახავი პრობლემა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის, სოციალური სამართლიანობის, თავისუფალი მედიის, სასმართლოსა და ბიზნესის პრობლემები, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში ეს ყველაზე მთავარ საკითხად განიხილება სააკაშვილის ერთპარტიული რეჟიმის შეცვლა. საქართველოს ლეიბორისტული პარტია სწორედ ამ უკანასკნელს განიხილავს, როგორც მთავარ პრობლემას და მას განიხილავს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემის ჭრილში.

ნესტან კირთაძემ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინაშე, დაპირებისამებრ, წარადგინა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის 4 ახალი ინიციატივა, რომელთა განხორცილების გარეშეც არ იარსებებს საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და იგი პირდაპირ უკავშირდება არა უბრალოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, არამედ ყველაზე მთავარ პრინციპს – ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ერთპარტიული რეჟიმისაგან მიტაცებული ხალხის ძალაუფლება“, – აღნიშნა მან.

ნესტან კირთაძემ უპასუხა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მთავარ შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ცხადია, აქტიურად მხარს უჭერს საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას. უფრო მეტიც, რუსეთთან დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენა, მთლიან რეგიონის სამშვიდობო, სამეზობლო პოლიტიკა ლეიბორისტული პარტიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო არ გააგრძელებს „დაგვიანებული სასწრაფო დახმარების“ როლის შესრულებას საქართველოში, როდესაც ამ ორგანიზაციის თუნდაც კრიტიკული დასკვნები და რეკომენდაციები გავლენას ვერ ახდენენ და ვერ ცვლიან პოლიტიკურ რელობას ქვეყანაში.

ნესტანKკირთაძემ ეუთოს თავმჯდომარეს რეალური თანამშრომლობა შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველ ხალხთან ერთად პრობლემები დაიძლევა მხოლოდ მსოფლიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთობლივი, რეალური თანამშრომლობითა და ძალისხმევით.

შეხვედრამ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან უაღრესად საქმიან, პრინციპულ ვითარებაში და ორმხრივი აქტიური დიალოგის ფორმატში ჩაიარა.