უცხოეთი
რუსეთი უარყოფს სირიელი ამბოხებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მიერ სირიაში სახმელეთო ჯარის გაგზავნის შესახებ

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი უარყოფს სირიელი ამბოხებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა სირიაში სახმელეთო ჯარი გაგზავნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთს არ ჰყოლია და არ ჰყავს სახმელეთო ჯარი სირიაში.

ამასთან, ამბოხებულები ამტკიცებენ, რომ რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები ფრონტის ხაზის უკან არიან განლაგებული, ხელმძღვანელობენ ოპერაციებს, იყენებენ სნაიპერებს და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს ისვრიან.

1tv.ge