პოლიტიკა
რუსეთი და საქართველო ეროვნული მეზობელი სახელმწიფოებია, რომელთა სტრატეგიული ალიანსი გარდაუვალია - არნო ხიდირბეგიშვილი

   მკითხველების ყურადღებას მივაპყრობთ საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილი, ინტერნეტ პრესკონფერენციის მეორე ნაწილს, რომლის დროსაც მან უცხოური მედიის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა (პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ).

- უკანასკნელი სკანდალური მოვლენების ფონზე, რომლებიც გავრილოვის შეურაწყოფით დაიწყო, წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალებით გაგრძელდა და პუტინის მისამართით გაბუნიას გინებით დასრულდა, როგორ შეაფასებდით რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებს? ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი, ალბათ, ყველაზე დაბალი ნიშნულზეა...

- ყველაზე დაბალი წერტილის შემდეგ, კანონზომიერად, აღმასვლა იწყება, თუმცა არ ვიტყოდი, რომ დღეს რუსეთი საქართველოდან შორს არის, როგორც არასდროს. პირიქით, მოსახლეობის უმრავლესობა, ქუჩაშიც კი, ცხარედ განიხილავს პუტინის კეთილშობილურ ნაბიჯს, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შეაჩერა, და ოცნებობს რუსეთთან მეგობრობისა და ძმობის აღდგენაზე. "ნატო-კენ წრაფვამ არაფერი მოგვიტანა, მხოლოდ ნახევარი საქართველო დაკარგეთ! მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევს რუსეთს, იაპონიაც კი ვერ იბრუნებს კურილიის კუნძულებს, მაშ სად მივძვრებით?! ნუთუ არ შეიძლება ცოტა ხანი მოვკეტოთ და უწინდებურად ვიცხოვროთ, შემდეგ კი ურთიერთგაგებით გადავჭრათ მტკივნეული საკითხები?! " - აი, რას ამბობს უბრალო ხალხი.
     იცით თუ არა, რომ თქვენ მიერ ზემოჩამოთვლილი მოვლენების შემდეგ ნადგურდება ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დარგთაგან, რომელიც საქართველოში მომგებიანად მუშაობდა - ტურიზმი? რესტორნები დაცარიელდა და არა მარტო ტურისტებისგან! ნერვული ფონი, რუსული სიმღერების არაოფიციალური აკრძალვა და, რაც მთავარია, მოსახლეობის გაღარიბება ინფლაციის რყევებისგან - მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ნაკლებად სტუმრობს. დღეს „უცებ“ აღმოჩნდა, რომ საქართველო მთლიანად არის დამოკიდებული არა „№1 სტრატეგიულ პარტნიორ“ ამერიკაზე და არა საკუთარ "ისტორიულ ოჯახზე" - ევროპაზე, არამედ "ოკუპანტ" რუსეთზე! მოსკოვიდან მხოლოდ ერთმა მუქარამ ქართულ ექსპორტზე უარის თქმის შესახებ უპრეცედენტოდ გააუფასურა ლარი და რეკორდულად გააძვირა საწვავის ფასები!

- რას უნდა ველოდოთ? როგორ გესახებათ მოვლენების განვითარების შემდგომსცენარი?

- ქართველებს არ ჰყავთ რუსებზე უფრო ახლობელი ერი და პირიქით. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა ყოველთვის ექსკლუზიურად ახლო იყო რუსეთის ფედერაციასთან. ძალიან ახლოა ის დრო, როდესაც საქართველო კვლავ გახდება რუსეთის ყველაზე სანდო სტრატეგიული პარტნიორი. უკუთვლა დაიწყო და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს - როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საქართველოსა და რუსეთში. ეს არის ისტორიული კანონზომიერება და უზენაესი სამართლიანობა, თუ გნებავთ. რუსეთი და საქართველო ეროვნული მეზობელი სახელმწიფოებია, მართლმადიდებლობის დიდი კერები, ამიტომ მათი სტრატეგიული ალიანსი გარდაუვალია. ხოლო ათეისტების ბრბოს, რომელიც თვეზე მეტია რუსთაველზე იკრიბება, არ შეუსწავლია საინტერესო საგანი სახელწოდებით "პოლიტეკონომია". ეს იდიოტები, სავარაუდოდ, იმედოვნებდნენ, რომ ყოველთვის იცხოვრებდნენ რუსეთის ეკონომიკის ხარჯზე და, ამავე დროს, გაატარებდნენ ინტეგრაციის პოლიტიკურ კურსს რუსეთის მტრებთან და რუსებს ლანძღვა-გინებით აიკლებდნენ! დღეს კი ქართული გეი-ნაცისტების ოცნებებს ბოლო მოეღო...

- მაგრამ ქარტია აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არავის გაუუქმებია. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს მაპ- მიღებასა და ევროკავშირში გაწევრებას.

- საქართველოს ნატო-ში გაწევრებასა და, მით უფრო, ევროკავშირში შესვლას ნორმალური ადამიანები დიდი ხანია განიხილავენ მარტო "შავი" იუმორით, სარკასტული ანეგდოტის დონეზე. რაც შეეხება აშშ-თან "სტრატეგიულ პარტნიორობას": ამერიკა, პირველ რიგში, - მისი პრეზიდენტია. ეს ყოველთვის ასე იყო. დღეს ის დონალდ ტრამპია, კაცური კაცი და თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს აღიარებს, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ტრამპს არასდროს მიუღია საქართველოს ხელმძღვანელი, პუტინთან შეხვედრებზე საქართველო არასოდეს უხსენებია, თუმცა დიდხანს საუბრობდა უკრაინის პრობლემის შესახებ. ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურმა ტრამპის ინაუგურაციის ადგილას არ მიუშვა და გარეწარი სუტენიორი უსახლკარო ძაღლების გარემოცვაში მდინარის მეორე ნაპირზე იდგა, საიდანაც მობილური ტელეფონით ფოტოსურათის გადაღებას ცდილობდა! აი, ნახავთ - ტრამპი მეორედაც გახდება აშშ-ის პრეზიდენტი და საქართველოში კვლავაც არ დანიშნავს ელჩს, რომელსაც თბილისში ორი წელია ელოდებიან! დონალდ ტრამპმა დიდი ხანია საქართველო რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონად აღიარა და მიივიწყა, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ გამოაცხადებს.

-მაგრამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში განაცხადეს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, რადგან სლუცკის განცხადებით, ის უსირცხვილოდ იქცევა”...

- და განა ვინმეს წარმოედგინა, რომ ქართველ ხალხს, მიუხედავად სააკაშვილის 08.08.08 ავანტიურისა, დღესაც უწინდებურად ეყვარებოდა რუსები, რაც ამასწინანდელი მოვლენების შედეგად გაირკვა? ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს კი არ დაგვაშორებდა, არამედ უცბად დაგვაახლოებდა, რაც პოლიტიკოსებმა ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს? მეტიც, მოსკოვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა რომ მოენდომებინა, დღეს თბილისის თავზე სამფერა დროშა იფრიალებდა!

- რუსული ჯარის შემოყვანა იგულისხმეთ?

- არამცდაარამც! პუტინი უბრალოდ არ ჩაერეოდა და პრემიერი მედვედევი ხელს მოაწერდა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს, რომელსაც რუსეთის დუმამ მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა. წერტილი! პირდაპირი ავიარეისები უკვე შეჩერებულია და რუსი ტურისტების ნაკადიც თანდათანობით იკლებს. ქართულ პროდუქციაზე უარის თქმა, რუსეთიდან ფულადი გზავნილების აკრძალვა და, შესაძლოა, უარი საქართველოში მარცვლეულის მიწოდებაზე (რუსეთი პურით კვებავს საქართველოს პირდაპირი გაგებითაც, რადგან მარცვლეულის ერთადერთი მიმწოდებელია)! როგორ ფიქრობთ, რამდენ დღეს გაძლებდა ამის შემდეგ ნებისმიერი მთავრობა საქართველოში?! მას ხომ დაუყოვნებლივ დაამხობდა მშიერი ხალხი!

22 ივლისი, 2019 წელი
საქართველო, თბილისი

(გაგრძელება იქნება)