აქტუალური
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება ვერ მოჰყვება, რადგან მას არ განუცხადებია, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა - გენპროკურატურა

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალური პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ოქრუაშვილს დღეს არ უთქვამს, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

ოქრუაშვილის განცხადებას პროკურატურის მხრიდან ვერ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, რადგან მას არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა”, – განაცხადეს პროკურატურაში.

ირაკლი ოქრუაშვილმა დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წილების დათმობასთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას პროკურორი ირაკლი შოთაძე დაუკავშირდა და 2014 წელს გორში ადგილობრივ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩვენების მიცემა მოსთხოვა იმ სახით, რა სახითაც მიცემული აქვს.