უცხოეთი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ მსოფლიოში იზოლირებულია და სპარსეთის ყურეში მოკავშირეებთან ერთად კოალიციის შექმნა ვერ შეძლო

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. აშშ მსოფლიოში იზოლირებულია და სპარსეთის ყურეში მოკავშირეებთან ერთად კოალიციის შექმნა ვერ შეძლო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა.

როგორც მოჰამად ჯავად ზარიფმა აღნშნა, ვაშინგტონს ირანისთვის უფლებების ჩამორთმევა სურდა, თუმცა აშშ-ის სუპერძალად ყოფნის და ჩაგვრის დრო დასრულებულია.

აშშ-მა საერთაშორისო საპატრულო კოალიციის შექმნის განზრახვა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სპარსეთის ყურეში რამდენიმე ნავთობის გადამტან ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. ვაშინგტონმა თავდასხმებში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანში ბრალდებებს უარყოფენ და ინციდენტების გამოძიებას ითხოვენ. იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისიას არ შეუერთდება, თუმცა გემების დასაცავად შესაძლოა სამხედრო ხომალდები დამოუკიდებლად გაგზავნოს. საპატრულო მისიაში ჩართვას არ გეგმავს არც გერმანია.

1tv.ge