სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა - ნიკა გვარამია

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისი დაჭერა და ბრალის წარდგენა დიქტატურის პირველი ნიშანი არ არის.

მოგესალმებით დიქტატურაში და დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩემი დაჭერა ბრალის წარდგენა არ არის პირველი ნიშანი დიქტატურის დამყარების. სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ ამას, სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს შეიძლება ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.