საზოგადოება
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიამიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტების პოპულარულ მიმართულებებს შორის საქართველო მეხუთე ადგილზეა

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტების ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის საქართველო მეხუთე ადგილზე მოხვდა. ინფორმაციას რუსული მედია, მოგზაურობების დაგეგმვის სერვის „უანთუთრიპის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველო რუსი ტურისტების საყვარელი მიმართულებების რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ლიდერს, წელს რუსი ტურისტები ყველაზე ხშირად სამოგზაუროდ სომხეთს ირჩევდნენ. სამეულში ასევე მოხვდვა იტალია და თურქეთი.