პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში ანტირუსული ძალები, როგორც წესი, არ იცნობენ სისხლის სამართლის კოდექსს

   ბოლო ერთი თვის განმავლობაში რატომ აღიძრა ერთდროულად ამდენი საქმე ცნობილი ადამიანების - ბანკირების ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ბიზნესმენებიღაჭავასა და ტელეკომპანია იბერიისმფლობელის - ოქუაშვილის, წერეთლისა და მისი ვაჟის, ტელეკომპანია "პირველის" მფლობელის, და ბოლოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილი გენდირექტორი - გვარამიამიმართ? გამოძიების სტადიაშია საქმეები, რომლებშიც ფიგურირებენ ხაზარაძის მეგობარი -ექს-პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და ეკონომიკის ექს-მინისტრი ქუმსიშვილი. ყველას ბრალი წაეყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური დარღვევებში, მაგრამ ყველა ეს მრავალმილიონიანი ოპერაცია დღეს ხომ არ განხორციელებულა? ნუთუ ეს მხოლოდ ახლახან შეიტყვეს კანონის დამცველებმა? ხომ არ აქვს აქ ადგილი პოლიტიკურ დევნას? - უცხოური მედიის კორესპოდენტების კითხვებს პასუხობსსაქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

     -პროკურატურაში წლების განმავლობაში გროვდებოდა მაკომპრომეტირებელი მასალა, რეალიზაციის უფლების გარეშე, ახალი ხელისუფლების მიერ 2013 წელს გამოცხადებული კოაბიტაციის გამო. ამერიკამ მაშინ მითითება გასცა, არ მიეცათ პასუხისგებაში სააკაშვილი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები - ისინი ხომ 9 წლის განმავლობაში ძალიან ამაყობდნენ თავიანთ პირმშოთი და "დემოკრატიის შუქურასაც"უწოდებდნენ! სიმბოლური სასჯელი მიიღო მხოლოდ რამდენიმე მათგანმა, ვისაც თავხედობა ეყო, არ დაეტოვებინა საქართველო, ბოროტმოქმედები, რომლებიც ყელამდე სისხლში იდგნენ - მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და სხვანი, უფრო დაბალი რანგის მქონენი. ხოლო დღეს პასუხისმგებლობაში მიცემული პრივილეგირებული ბიზნესმენები, რომელთაგან ზოგი ტელეკომპანიის მფლობელია, ემსახურებოდნენ რეჟიმს და, შესაბამისად, მისი განუყოფელი ნაწილი იყვნენ.

მინდა ექსკლუზიურად გაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში ბრალდებულთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდება და ქართულ საზოგადოებაშოკს მოჰგვრის ახალი სკანდალური გამოაშკარავებები, რასაც, კანონით, დაკავებები უნდა მოჰყვეს.

     მაგრამ საქმე მხოლოდ აშშ-ში არ არის: მაშინდელი პრემიერი ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება” ასევე არ იყვნენ მოწადინებული თავიანთი მმართველობა რეპრესიებითა და ექსპროპრიაციებით დაეწყოთ, როგორც ეს სააკაშვილმა და მისმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიმოქმედეს. ეს მათი მთავარი შეცდომა იყო, რადგან კანონის დარღვევასა და დანაშაულის დაფარვას, თუნდაც საუკეთესო განზრახვით (მაგალითად, არ დაემსგავსონ დამნაშავე წინამორბედებს), არავითარი საფუძველი არ აქვს! კანონი აბსოლუტური სიდიდეა, რომელიც ვერ ითმენს ორმაგ სტანდარტებს, ხოლო კანონის უზენაესობის აღდგენა ქვეყანაში, რომელიც 9 წლის განმავლობაში დრტვინავდა სადისტი სააკაშვილის დიქტატურის ქვეშ, ქონების კონფისკაცია დაზარალებულთათვის დასაბრუნებლად რეპრესიებად არ ითვლება! ქურდი უნდა ჯდეს ციხეში და არაქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს ქურდი - პოლიტიკოსი, პარლამენტარი, ჟურნალისტი, ექსპერტი, ენჯეოშნიკი, ცნობილი ბიზნესმენი, ბანკირი თუ უბრალოდ საზოგადოებისთვის უცნობი მოქალაქე: ნორმალურ სახელმწიფოში უნდა ზეობდეს კანონი და წესრიგი, ანუ სამართალწესრიგი! ნათელი მაგალითია „კანონიერი” ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც კანონზე მაღლა იდაგა, არ იხდიდა არანაირ გადასახადებს და თითქმის 20 წელი წარმოადგენდა სახელმწიფოს სახელმწიფოში.

     მეორე მხრივ,”ქართული ოცნების” მმართველობის პირველ წლებში ”ყოფილები” არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ - ქუჩაში ცხვირის გამოყოფისაც კი ეშინოდათ, მაგრამ როდესაც "მეოცნებეებს" „წარმატებისგან თავბრუსხვევა" დაეწყოთ და მათ ფეხქვეშ მიწა შექანდა, „ძველები“ მაშინვე გაერთიანდნენ, რათა "ოცნება" მის ლიდერთან - ივანიშვილთან ერთად დაემხოთ. აამოქმედეს ”ვარდების რევოლუციის” უტყუარი მეთოდები - კორუფციასა და ნეპოტიზმში დადანაშაულება და, უფრო ძველიც, ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდის“ დროინდელი ნაცადი ხერხი, ანუ სამშობლოს ღალატისა („სამშობლოს მოღალატე“) და კრემლის სასარგებლოდ აგენტურული საქმიანობის („კრემლის აგენტი“) ბრალდებები. მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ მედიაკამპანიას სათავეში ჩაუდგენენ ტელეკომპანიები - „რუსთავი 2“, „პირველი“, „კავკასია“, „იბერია“ და სხვანი.

     თუმცა, იმისთვის, რომ რაიმეში ვინმეს დადანაშაულების მორალური უფლება გქონდეს, საჭიროა, როგორც მინიმუმ, გაუსვრელი იყო იმავე დანაშაულში. დღეს "უცებ" აღმოჩნდა, რომ "დინგი ტალახში" აქვს არა მარტო სააკაშვილს: საქართველოში ყველა პროდასავლურირუსოფობი - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ენჯეოშნიკები, ექსპერტები, ბიზნესმენები და ბანკირები, რომლებიც ივანიშვილის "პრორუსული ხელისუფლების” წინააღმდეგ გამოდიან - თავად, უკლებლივ, არიან გადასახადების ურჩი გადამხდელნი, ბიუჯეტის ქურდები და მილიონების “გამთეთრებელნი“.

კიდევ უფრო ცინიკურად გამოიყურება პრორუსული იარლიყების მიწებება და რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდება საბჭოთა კავშირის ე-ყოფილი აგენტებისა და დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული მათი შთამომავლების მხრიდან. თანამშრომლობაზე მათი დაყოლიება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა - მათზე საკმარისზე მეტი კომპრომატის არსებობის გამო: ფინანსური დანაშაულების გარდა, მთელი ქართული ოპოზიციური ”ბომონდი” (რომელიც დღეს მოთქვამს სიტყვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, საქართველოში მედიისა და ბიზნესის დევნის შესახებ) მტკიცედ უჭერს მხარს ლგბტ-თანამეგობრობასა და ყველა სახეობის ნარკოტიკის თავისუფალ გამოყენებას. მათი უმრავლესობა მკაფიოდ გამოხატული გეი, ლესბოსელი, მეძავი, ნარკომანი ან ნარკოტიკების „ბნელიტური“ გამსაღებლები არიან, რომლებიც გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან.

   სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს დასავლეთის სპეცსამსახურების შტატიანი აგენტების ლუსტრაციაგასაგები მიზეზების გამო, ხოლო დამსმენებს, საჭიროების შემთხვევაში, ხელიდან ხელში გადასცემენ სხვადასხვა სპეცსამსახურები ხელისუფლების ყოველი შეცვლისას... რაც შეეხება კომბინატორებს, რომლებიც დიდი ხანია თავს არიდებენ გადასახადებ გადახდას და თათს სახელმწიფო ჯიბეში ყოფენ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, თორემ სხვაგვარად ბოდიშის მოხდა და წასვლა მოუწევს (ზოგს - პირდაპირ ციხეში, რადგან თუ სააკაშვილი დაბრუნდა, არავის დაინდობს!).

     დიახ, კადრები ივანიშვილის “ყველაზე ძლიერი მხარე როდია, თუმცა ბიზნესის სამყაროში იგი ცნობილია, როგორც სიტყვის პატრონი. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში, მან ბოდიში მოიხადა ხელისუფლების შეცდომების გამო და პირადად სთხოვა მოქალაქეებს, რომ უკანასკნელად გამოეცხადებინათ მისთვის ნდობა და დაჰპირდა, რომ ერთი წლის განმავლობაში გამოასწორებდა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას. როგორც ვხედავთ, მან დაპირების შესრულება უმთავრესი საქმით - კანონიერების აღდგენით დაიწყო - ყოფილი რეჟიმის საჯაროდ გმობის ატმოსფერომ, ბოლოსდაბოლოს, ოფიციალური დასაბუთება ხომ უნდა მიიღოს?!

მას შემდეგ კი, რაც ექსტრემისტების დივერსიები კანონის დონეზე დაიბლოკება (გავრილოვთან დაკავშირებული პროვოკაცია ძვირად დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს!), ეკონომიკისა და ლარის კურსის სტაბილიზება გაიოლდება, რაც ისევ და ისევ უშუალო კავშირშია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობასთან. რაც უფრო მაღალი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დონე, მით მეტად მაღალი იქნება საქართველოში ცხოვრების დონე, მით უფრო სწრაფად აღდგება ყველაფერი, რაც ივანიშვილმა 2013 წელს გააკეთა - რუსეთთან სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული კავშირები, ტურიზმი, ინვესტიციები და ფულადი გზავნილები, მოკლე ხანში კი სავიზო რეჟიმიც გაუქმება!

     შეკითხვა:- უკვე ერთი კვირაა, რაც კურიერის" ნაცვლად, უჩვენებენ ძველ ფილმებს - ქართული კინემატოგრაფიის შედევრებს, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, არ უნახავთ ... თქვენ გამოთქვით ტელეკომპანიის შეძენის სურვილი, მაგრამ ამჟამინდელმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ის არ გაყიდა მის მიერვე გამოცხადებულ ერთი კვირის ვადაში. როგორც თავად თქვა, რეალური მყიდველებისდა მისაღები შეთავაზებების არარსებობის გამო. სალვაშმა თავადვე დაიწყო რუსთავი 2“-ის რეფორმირება, ძველი შტატის ეტაპობრივად გათავისუფლებით. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და იყვნენ თუ არა რუსები მყიდველებს შორის, რომლებსაც სურდათ ტელეკომპანიის შეძენა და მისთვის სახელის „ბაგრატიონ“ დარქმევა?

     - სულ რამდენიმე დღეა, რაც სახეში არ გვაფრქვევენ შხამს ეკრანიდან, არ მოგვიწოდებენ "რუსი ოკუპანტების" მკვლელობისკენ, პოპულარიზაციას არ უწევენ გარყვნილებასა და გაუკუღმართებულ სექსს როგორც "დასავლურ ნორმას" არატრადიციული სექსორიენტაციის ტელეწამყვანები... გვარამია-გაბუნიას „საქათმე" მიიხურა და, ძლიერი სიცხის მიუხედავად, საქართველოში სუნთქვა გაიოლდა!

    არა, რუსი მყიდველებისგან შეთავაზებები არ ყოფილა, ხოლო რასაც თქვენ გულისხმობთ, ეს მხოლოდ გეი-ტელეწამყვანი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის საპასუხოდ დუმის გაბრაზებული დეპუტატის ფრაზა იყო. (გაბუნის დედაც - სსსრ დამსახურებული არტისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე - „კა-გე-ბე“-ს „ნომენკლატურა“ იყო და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას მიერ დაინიშნა მაშინდელი ერთადერთი სატელევიზიო არხის პირველ ტელეწამყვანად)

   ყველა მიღებული წინადადებადან ჩემი ყველაზე რეალური და მისაღები იყო, რომელიც შეესაბამებოდა როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე თავად ხალვაშის ინტერესებს. ქიბარმა კი რთული და უმადური საქმე ითავა, რომელშიც ის ნაკლებად კომპეტენტურია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებს ახალი რეიტინგული ტელევიზიის შექმნას და რუსთავი 2“-ს, საბოლოოდ, მე ჩავუდგები სათავეში. თუმცა, ვუსურვებ წარმატებებს და სრულებითაც არ ვიწუნებ მის მიერ მიწვეულ კადრებს, მაგალითად, ნინო შუბლაძეს. რა თქმა უნდა, მათ დავტოვებ.

2019 წლის 26 აგვისტო