რედაქტორისგან
ივანიშვილმა ზურაბიშვილი პრეზიდენტად დანიშნა, მაგრამ დაავიწყდა მისთვის ეცნობებინა - რომელი ქვეყნის! - არნო ხიდირბეგიშვილი

     მე ვაპირებ, დავაკაკუნო ყველა კარზე, ვცადო ყველა გზა და შემოგთავაზოთ ახალი ხედვები, რათა საქართველო დღითიდღე დავუახლოვოთ ევროპას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, ბიზნეს ლიდერთა ევროპულ ფორუმზე.

     „მე მაღალი გრძნობებით ვუმზერ ევროპას. ასევე მსურს, დავესესხო ტალეირანს, რომელმაც ძალიან ზუსტად თქვა – „იქ სადაც ბევრმა კაცმა მარცხი განიცადა, ქალს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. ჩემი პირადი ისტორია მაძლევს უფლებას, ვთქვა, არაფერია შეუძლებელი; ისტორია სიურპრიზებითაა სავსე. მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად იარსებებდა, თუმცა საქართველო პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა; მეუბნებოდნენ, რომ საქართველო არასდროს აირჩევდა ფრანგ ქალს, მან კი, ის 60 პროცენტზე მეტი ხმით აირჩია. ამიტომ, როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს! საქართველო – 5 მილიონი ევროპელის ქვეყანაა და ის დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე.

     უცნობია, რა კაშირი აქვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიზნესსა და ბიზნეს ფორუმთან, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. ქართული წარმოშობის ფრანგი ქალი ხშირად აძლევს საკუთარ თავს სახლში, საფრანგეთში ფრენის უფლებას სახელმწიფო სახსრებით, ინგლისის დედოფლისა და ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ფულითდა ეკონომ და არა ბიზნესკლასით დაფრინავენ!

   თუმცა ამ შემთხვევაში "ბიზნესი" არ არის საკვანძო სიტყვა, ისევე, როგორც ევროპა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის "ევროპული ოცნებები” არანაირად არ აწუხებს რუსეთს. ოცნებაცაა და ოცნებაც, განსაკუთრებით - აუხდენელი, თუმცა ხმების 60 პროცენტზე საუბრისას, ზურაბიშვილი არაკეთილსინდისიერია, რადგან ”ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის გარეშე, იგი შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში 0,6 პროცენტსა ვერ მოაგროვებდა! ნუთუ უმადურობა "ევროპული ფასეულობების" ნაწილია? თუ ზურაბიშვილი დაავადდა ფეიკების გავრცელების მოდით?!

     მეორე მცდელობისას - მეორე ტურში - დანიშნა რა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, გადაღლილ ბიძინა ივანიშვილს აშკარად დაავიწყდა ეთქვა მისთვის, თუ რომელი ქვეყნის პრეზიდენტად ნიშნავს! ამიტომაც არ იცის სალომე, რომ საქართველოში 5 მილიონი ადამიანი მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა, და ისისც - პიკზე, 90-იან წლებში! აი, რა „ჩაიდინეს ”სამგზის წყეულმა” ბოლშევიკებმა საქართველოში, სალომეს სახელოვანი წინაპრები ემიგრაციაში რომ გააქცის! დღეს კი საქართველოს მოსახლეობა არაუმეტეს 2 მილიონს შეადგენს რომლის მეოთხედზე მეტიც - სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ. არაქართველები - თავს ევროპელებად არ მიიჩნევედა ამით ამაყობენ, ისევე როგორც აფხაზები და ოსები!

     კიდევ 1 მილიონი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის ქართული დიასპორასაარ სურს ევროპელები იყვნენ - ისევე, როგორც ქართველი მიგრანტების უმეტეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ლუკმაპურს მძიმე დაბალკვალიფიკაციური შრომით იღებენ და ემსახურებიან სწორედ ამ ევროპელებს! ასე რომ, გაუგებარია - რომელ 5 მილიონ ევროპელზეა საუბარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გულისხმობს ზურაბიშვილი?!

     და სრულებით კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს ევროპის ისტორიის ცოდნით, მაგრამ არ იცნობს საქართველოს ისტორიას, თორემ ზურაბიშვილს ეცოდინებოდა, რომ მართლმადიდებლური საქართველო არასდროს ყოფილა ევროპულ ოჯახში”, არამედ ყოველთვის იყო აზია, როგორც ეს აღნიშნულია მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიაში! და რომ ეს საამაყოა და არსამარცხვინო, რასაც უმდიდრესი ქართული კულტურა მოწმობს!

   ან იქნებ სალომე ზურაბიშვილს მხედველობაში ჰქონდა საქართველოს უახლესი ისტორია - პრემიერ ჟვანიასთან დაკავშირებული ისტორია, რომელმაც განაცხადა, რომ ის ქართველია და, მაშასადამე, ევროპელი, რის შემდეგაც იგი მაშინვე „ევროპულად“ მოკლეს - გაზით მოწამვლის ბინძური სცენა გაითამაშეს "ევროპული" - ერთსქესიანი სექსის დროს?!

„საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 30 აგვისტო
საქართველო, თბილისი