პუბლიკაციები
2019 წლის ივნისში საპროტესტო აქციები და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებზე თავდასხმა თბილისში ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სვობოდნაია როსიამ“ მოაწყო

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქინფორმი აგრძელებს მასალების გამოქვეყნებას საქართველოში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "სვობოდნაია როსიასა" და მისი ქართული ფილიალის ხელმძღვანელი, ეგორ კუროპტევი დივერსიული საქმიანობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, საქინფორმის რედაქციის ყურადღება მიიპყრო ბელგიაში მცხოვრები ქართველის - იურისტ ნინო ლომიძის სტატიამ ამერიკული პატრიოტიზმი საქართველოში, რომელიც ამერიკულ გამოცემა Eurasia Review-ში გამოქვეყნდა. საქინფორმი მკითხველს ამ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს სთავაზობს.

    ”2018 წლის შემოდგომაზე ქართული სოციალური ქსელები და ონლაინ-მაღაზიები უცებ დატბორა მაისურების რეკლამებით, ლოზუნგით: რუსეთმა 20% ოკუპაცია მოახდინა“. რამდენიმე თვის შემდეგ, ივნისში, ამ მაისურებით შეიმოსნენ რიგი ქართული კლუბების ფეხბურთელები. ამ ლოზუნგიანი მაისურები თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილეთა განმასხვავებელ ნიშან-თვისებად იქცა. ანტირუსული განწყობების ტალღაზე პატრიოტიზმის ასეთი მკვეთრი ზრდა საარჩევნო ორთაბრძოლის არაფორმალური დასაწყისი გახდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ მაშინვე დაადანაშაულა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციების ორგანიზებაში. იმის გასარკვევად, ასეა თუ არა ეს, გავიხსენოთ უახლოესი წარსულის მოვლენები.

     2019 წლის თებერვალში საქართველოს დედაქალაქში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია სვობოდნაია როსიას წარმომადგენლობა გაიხსნა. 2014 წელს რუსული დიასპორის მიერ საზღვარგარეთ შექმნილი ორგანიზაციის შტაბბინა ვაშინგტონში მდებარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში, სხვების გარდა, შედიან მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განყოფილების მთავარ დირექტორი დევიდ კრამერი და აშშ- ყოფილ ელჩი საქართველოში იან კელი. ორივე დემოკრატია. 2015 წელს, თავის შესავალ სიტყვაში, დიპმისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისას, კელი წარმოთქვამს ფრაზას, რომელიც შემდგომში საპროტესტო აქციების ლოზუნგად იქცევა: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაცია მოახდინა.

     „სვობოდნაია როსიას“ ქართული განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა რუსი პროდიუსერი და ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი. ის აგრეთვე ავტორია ქართული მედია-პროექტისა სასაზღვრო Zონა, რომელიც მკაცრი ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევა. თავისი საქმიანობის ფარგლებში, კუროპტევი აწყობს შეხვედრებსა და ინტერვიუებს დასავლური პოლიტიკური სამყაროს გავლენიან წარმომადგენლებთან. მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაცემას სტუმრობდნენ ნატო- სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალ კლაივ ჯონსტონი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეა ტომპსონი, ნატოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი (საქინფორმი: ფოტოზე - ეგო კუროპტევი ბაიდენის ცენტრის დირექტორთან, მაიკლ კარპენტერთან ერთად, რომელიც 2019 წლის ივნისში, დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით რფ-ის სახელმწიფო დუმის დელეგაციასთან დაკავშირებულ პროვოკაციამდე ერთი კვირით ადრე თბილისში იმყოფებოდა სააკაშვილის დედის - ული ალასანიას მოწვევით).

ამასთან, კუროპტევი ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან(ენმ) მჭიდრო კავშირებით. “სვობოდნაია როსიას“ ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელის გარშემო იქმნება ოპოზიციის მთავარი ჩონჩხი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლით.

2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ესტუმრა მაიკლ კარპტერერი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და მჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი. ვიზიტის მიმდინარეობისას აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა კუროპტევს, სადაც აქცენტირება მოახდინა თავის სურვილზე, დაეხმაროს საქართველოსდამიმართოს საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს.

კიდევ რამდენიმე დღით ადრე კუროპტევი კიევში იმყოფებოდა და ენმ–ის წევრ რამინ ბაირამოვს შეხვდა. სააკაშვილის თანამოაზრე ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც ეწვია არასამთავრობო ორგანიზაცია ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის ოფისს, რომელიც ფინანსდება აშშ- დემოკრატიული პარტიის ცნობილი სპონსორის - სოროსის ერთ-ერთი ფონდის მიერ. "ახალი იდეებითა და პერსპექტივებით"ფრთაშესხმულმა ბაირამოვმა მაშინ განსაკუთრებით აღნიშნა ჰელსინკის ფონდის საქმიანობა საქართველოში.

ბაირამოვის გარდა, საპროტესტო გამოსვლებამდე, პარტია ენმ-ის სხვა წევრებმა და უბრალოდ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს საკუთარი თავის წარმოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე. მათ შორისაა თავად ექსპრეზიდენტის ცოლი სანდრა რულოვსი, რომელიც ასევე გამოჩნდა კომპანია "სვობოდნაია როსიას" ხელმძღვანელის კომპანიაში 2019 წლის ივნისში (ე.წ. "გავრილოვის ღამეების" დაწყებამდე და შემდგომ, საპროტესტო აქციებზე და მათ შემდეგაც) (საქინფორმი: ფოტოზე - ეგორ კუროპტევი მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს - სანდრა რულოვსთან ერთად).

როდესაც ყველა ქმედება იქნა კოორდინირებული, დარჩა სულ მცირე: შეერჩიათ საბაბი. წინასწარ იყო ცნობილი, რომ 20 ივნისს თბილისში გაიხსნებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომა, ხოლო პროტოკოლის თანახმად, რუსი დეპუტატი გავრილოვი, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, უნდა მჯდარიყო საქართველოს პარლამენტის უფროსის ადგილზე. პროტესტის ორგანიზატორებმა საბაბად სწორედ ამ სიტუაციის გამოყენება გადაწყვიტეს. შემდეგ ისინი მოქმედებდნენ სხვა ქვეყნებში შემუშავებული სქემის მიხედვით - წარმოჩინეს მოვლენა საჭირო კუთხით, გააღიზიანეს ბრბო, ზეწოლა მოახდინეს მოქმედ მთავრობაზე და აჩვენეს მისი სისუსტე.

ჟურნალისტები და მედია, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ აშშ-თან და უშუალოდ კუროპტევთან, შეთანხმებულად აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს საჭირო მიმართულებით. სხვა ყველა რეპორტიორის ფონზე მკაფიოდ გამოირჩეოდა ნიუ-იორკში ტელეარხ RTVi-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და, შეთავსებით, კუროპტევის ყოფილი ცოლი - ეკატერინე (ეკა) კოტრიკაძე, მის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: პროპაგანდისტული ტელეარხ ПИКის თანადამფუძნებლის პოზიცია, რომელიც იმხანად პრეზიდენტ სააკაშვილიმხარდაჭერით შეიქმნა. 2013 წელს კი კოტრიკაძემ აკრედიტაცია მიიღო აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთის პრესის ცენტრში (საქინფორმი: მთავარ ფოტოზე - ცოლ-ქმარი კუროპტევ&კოტრიკაძე. ასევე იხილეთ ПИК-ის საქორწინო ვიდეო, სტუმრებს შორის არიან ალექსეი ვენედიქტოვი და სოფიკო შევარდნაძე, რომლებიც მოსკოვიდან ახალდაქორწინებულთა მისალოცად ჩამოფრინდნენ).

საქართველოში ივნისის მოვლენების დროს თავი გამოიჩინა ფონდ სვობოდნაია როსია“-ს კიდევ ერთმა წევრმა - ნიკოლაი ლევშიცმა, რომელიც 2018 წლამდე რუსული ოპოზიციის რიგებში იდგა. მის Facebook-გვერდზე მოცემულია დეტალური ანგარიში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია მაისში დევიდ კრამერთან მისი შეხვედრისა და ივნისში სანდრა რულოვსის გაცნობის შესახებ.

ანგაჟირებულ ჟურნალისტებთან ერთად, კარგად გათამაშებულ აქციებში მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დასავლური ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც ნიადაგს უქმნიდნენ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებს.

ასე მაგალითად, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობს, ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. მისმა შედეგებმა, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ მედიაში, უჩვენა რუსული აგრესიის მზარდი შიში. საიდუმლო არ არის, რომ ასეთი გამოკითხვები საინფორმაციო ზეგავლენის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, კვლევა მიზნად ისახავდა მზარდი საგარეო საფრთხის შექმნისა და ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის ჩაფლავების იდეას.

როგორც ხედავთ, ივნისის პროტესტის პატრიოტული ლოზუნგები უფრო მეტად ამერიკული წარმოშობისაა. საპროტესტო აქციების ორგანიზებაში უშუალოდ მონაწილეობდა აშშ – ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია სვობოდნაია როსია. ხოლო ქართველი პატრიოტები მხოლოდ ინსტრუმენტს წარმოადგენდნენ დიდი პოლიტიკური სტრუქტურების ხელში, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი გავლენის გაძლიერებითა და საკუთარი ინტერესების გატარებით.

     ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომში. ივნისის საპროტესტო აქციებმა გახსნა პანდორას ყუთი და გამოკვეთა მრავალი პრობლემა, მათ შორის სამართლებრივი ბაზის არარსებობა, რომელიც არეგულირებს ჩვენს სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის აღკვეთის საკითხებს. ამჟამად არ არსებობს მკაფიო გაგება, სად გადის ზღვარი მოკავშირეთა მხრიდან დახმარების გაწევასა და ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს შორის, ინტერესების ლობირებასა და მათ იძულებით თავსმოხვევას შორის. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, აშშ-მა და ევროპამ დიდი ხანია შემოიღეს ზომები საკანონმდებლო დონეზე საშინაო საქმეებში ჩარევის შესაჩერებლად. ეგებ საქართველოც, რომელმაც ევროატლანტიკური გზა აირჩია, დროა დაფიქრდეს ამ საკითხზე”.

ასევე, ამ თემაზე წაიკითხეთ:

В ГРУЗИИ ОТКРЫЛСЯ АМЕРИКАНСКИЙ АНТИРОССИЙСКИЙ ФОНД «СВОБОДНАЯ РОССИЯ» - ЗНАЕТ ЛИ ОБ ЭТОМ БИДЗИНА ИВАНИШВИЛИ?

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მომხდარი მოვლენების უკან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი დგას!