პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ე.წ. სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისკენ თავი შეიკავონ

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის გამყოფ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისგან.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, შევახსენებთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ „სამხრეთ ოსეთისა“ და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის გამყოფ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისგან. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ეზღუდებათ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობა აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას სიახლეების გასაცნობად.