უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ევროპაში მიგრანტთა ახალი ნაკადები გაიხსნას

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთი სირიაში ერთი მილიონი ლტოლვილის დაბრუნებას გეგმავს და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ევროპაში მიგრანტთა ახალი ნაკადები გაიხსნას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საერთაშორისო ლოგისტიკური მხარდაჭერის შემთხვევაში, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონაში სახლების აშენება გახდება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთს „ჭიშკრების“ გაღება მოუწევს.

„ან დაგვეხმარებით, ან ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სიმძიმის მარტო ტარებას. ჩვენ ვერ შევძელით საერთაშორისო თანამეგობრობისგან და განსაკუთრებით ევროკავშირისგან დახმარების მიღება“, – თქვა ერდოღანმა.

ევროკავშირს და თურქეთს შორის 2016 წლის შეთანხმების თანახმად, ანკარამ მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ, მიგრანტების შეკავების ვალდებულება აიღო.

1tv.ge