რედაქტორისგან
ზურაბიშვილის მარგვენალიზაცია დასრულდა: „ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა იმ ფულის წყალობით, რომელიც მან რუსეთში გააკეთა!“ - არნო ხიდირბეგიშვილი

     თითქმის ყველამ, ვინც ბიძინა ივანიშვილმა გაამდიდრა და უმაღლეს პოსტებზე დანიშნა, მას საშინელი უმადურობით უპასუხა და მტრად მოეკიდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და აი, უკვე, მამუკა ბახტაძე - საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად ცნობილი, ან სულაც უცნობი პერსონაჟები, თავიანთი ყველაზე თამამ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობების დაკავებას, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი! მათი რეიტინგი საქართველოში ნულს ქვემოთაა, სუპერმარკეტის ნებისმიერი სიმპათიური გამყიდველი ქალი მათ პოპულარობაში აჯობებს!

გარდა იმისა, რომ ივანიშვილი მათ ნაღდ ფულს აძლევდა, რათა შესატყვისებოდნენ თანამდებობებს და ეფიქრათ სახელმწიფოზე და არა პირად გამდიდრებაზე, ის თითოეულს წარუდგენქართველ ხალხს და სთხოვმათ მხარდაჭერას, თავდებობდა ყველას და ბრწყინვალე დახასიათებას აძლევდა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. და ქართველ ამომრჩეველსაც სჯეროდა ივანიშვილს, რომელმაც ტირანი სააკაშვილი საქართველოდან გააძევა და მხოლოდ ივანიშვილის პატივისცემის გამო აძლევდნენ ხმას წარდგენილ კანდიდატებს.

მაგრამ თუ ზემოხსენებული პრემიერ-მინისტრები თავდაპირველად თავს კარგ ბიჭებად იკატუნებდნენ და საკუთარ ამერიკულ თამაშს ფარულად თამაშობდნენ ივანიშვილის ზურგსუკან, პრეზიდენტებმა მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვების" მეორე დღესვე დაივიწყეს თავიანთი კეთილისმყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აიძულებდა მთელ ქართულ ოცნებას” ემუშავა მათ საარჩევნო კამპანიებზე და წინასაარჩევნოდ საკუთარი ჯიბიდან მილიონები ჰქონდა დახარჯული! ასე მოხდა მადამ ზურაბიშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც არჩევნები წააგო სააკაშვილის კანდიდატ - გრიგოლ ვაშაძესთან - თავის მშობლიურ საფრანგეთში, ხოლო საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა შეძლო მისი გადათრევა მთაწმინდის მაჟორიტარის სკამიდან პრეზიდენტის სავარძელში მხოლოდ მეორე ტურში და ისიც - წარმოუდგენელი ფინანსური და ადამიანური რესურსების ამოქმედების ხარჯზე! მაგრამ ზურაბიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ როგორც კი პირს გააღებდა სულელურ შეცდომებს უშვებდა ოპოზიციის გასახარად (და ეს არ იყო მხოლოდ ენობრივი შეცდომები, რადგან ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი ცუდად ფლობს სახელმწიფო - ქართულ ენას!), არჩევნების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ თავს არ თვლის დავალებულად თავისი გამარჯვებისთვის არც ივანიშვილდა არც „ქართულოცნების“ წინაშე!

გუშინ კი მისი ტრანსფორმაცია მარგველაშვილად, ანუ მარგვენალიზაცია საბოლოოდ დასრულდა: ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა!”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro- სთან ინტერვიუში განაცხადა და ივანიშვილი სააკაშვილს ხროვას გაუთანაბრა!

მისი თქმით, დღეს ივანიშვილი უმრავლესობის პარტიას ხელმძღვანელობს და, სწორედ ამიტომ აქვს გავლენა. წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუში სალომეა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს მისი მთავარი მიზანია "ევროკავშირთან საქართველოს მაქსიმალური დაახლოება". მან ასევე გამოთქვა სურვილი, თავისი ვადის დასრულებამდე მიიღოს რეზოლუცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% -ის შესახებ და "გაგრძელდეს საზოგადოების ტრანსფორმაცია, რათა სამუდამოდ წარსულში დატოვონ ის, რაც შემორჩა საბჭოთა კავშირის ნაშთებისა და მენტალობდან"... დასასრულს კი ზურაბიშვილმა, რომელსაც ოფიციალურად დარჩა პრეზიდენტობის 5 წელი (თუმცა ის იმპიჩმენტს ვერ გაექცევა!), უტიფრად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, იგი არ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას” (?!). ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში თავხედობა და უმადურობა ისევ მეორე ბედნიერებაა!

„საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 6 სექტემბერი
საქართველო, თბილისი