აქტუალური
ოქტომბრის პირველ კვირას გავავსებთ თავისუფლების მოედანს, დაისაჯონ ბოკერიები და სააკაშვილები, არ შეიძლება დაღლა, უნდა ვიაროთ აქციებზე მუდმივად - დავით თარხან-მოურავი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ 15 სექტემბრიდან პარტიის მხარდამჭერები აქციების გამართვას იწყებენ.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, 15 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა.

დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა, აქციების სეზონს ვხსნით. ტელევიზიები აქვთ გადაცემების სეზონი, ჩვენ გვაქვს აქციების სეზონი. დღეს იხსნება ეს სეზონი. გასაგებია, რომ ყველა არ არის ქალაქში, ვიღაც კიდევ ისვენებს. 15-ში რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და მსვლელობას მოვაწყობთ, 22-შიც შევიკრიბებით 29-შიც. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის პირველ კვირას გავავსებთ თავისუფლების მოედანს. გავიდა შვიდი წელი. 7 წელი ერთი და იგივე მოთხოვნაა, დაისაჯონ ეს ბოკერიები და სააკაშვილები, არ შეიძლება დაღლა. უნდა ვიაროთ აქციებზე მუდმივად, გავიგოთ, ეს ხელისუფლება მარტო ლაყბობს, არაფერს აკეთებს, ეს ხელისუფლება არავის დასჯის, თუ არ იქნება დიდი საპროტესტო აქციები. ეს არის ლაყბობის ხელისუფლება. იყო დაპირებები დავსჯით, არავინ დასაჯეს, მერე გადავიდნენ მეორე ეტაპზე საკრებულოებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასვეს, დღეს არ არის სამინისტრო, სადაც მმართველ რგოლში არ იყოს სააკაშვილის მხარდამჭერი. ეს ხალხი ყველა უნდა გავყაროთ. ახლა დაუწერეს ბოლოს 800 ათასი ხმა, დღეს ხომ ყველა მიხვდა, რომ ეს არის სრული ტყუილი. მიტინგებს აწყობენ მაგათ მიტინგზე 40-80 კაცია. 800 ათასი მხარდამჭერი რომ გყავს 80 კაცი უნდა იყოს მიტინგზე? ყველამ გაიგო, რომ ეს ტყუილია. დღეს სადამდე მივედით, ლგბტ ორგანიზაციები რას იტყვის ამას უწევს ანგარიშს ხელისუფლება. რა დონეზე ვართ მისულები, რომ ლგბტ ორგანიზაციებს ემორჩილება ხელისუფლება. გამოდიან ბოკერიები, სააკაშვილები, „რუსთავი 2“ და გეი რევოლუციას აწყობენ. ჩვენი აქციები გაგრძელდება და არ უნდა გააკეთონ ისე, რომ აიძულო ხალხს დაპირისპირებაში შესვლა. ამის უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას და გაუერთიანებს ხალხი თავ-ყბას. ბრძოლა აქციები და კიდევ ერთხელ აქციები“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, ბრძოლა იქამდე უნდა გაგრძელდეს, რომ 2020 წელს ბოლომდე შეიცვალოს ხელისუფლება.

მინდა, ვუთხრა „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს, გადმოდით ჩვენსკენ. მთავრობაში ვინმე წესიერი კაცი თუ არის ვეუბნები, ჩვენსკენ გადმოდი. ამ აქციებით ჩვენ სულ მცირე ორჯერ ომის პირას მისული მდგომარეობა შევაჩერეთ. ერთადერთი გზა არის მშვიდობა. არც ნატო დაგვიცავს, არც აშშ, ერთადერთი მშვიდობა რომ ჩამოვარდეს, გამოვაცხადოთ სამხედრო მიუმხრობლობა. ეს უნდა გავიგოთ, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ეს ბრძოლა არის საპროტესტო აქციები, სხვანაირად არ იქნება არაფერი“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.