სამართალი
ადამიანებს აქვთ გამოხატვის უფლება, მაგრამ გამოხატონ საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში - მედლინ მუნი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ადამიანებს აქვთ გამოხატვის უფლება, მაგრამ გამოხატონ საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა პრორსული ძალების გაძლიერებაზე, ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილი აქციის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება, დემოკრატიაში გააკეთო, არის ის, იფიქრო, რომ დემოკრატიაზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკოსებს. ეს ასე არ არის. ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა მოქალაქეს აქვს პასუხიმგებლობა, მოისმინოს და გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია. ყველაზე დიდი რისკი დემოკრატიისთვის არის ის, რომ ჩვენ ვკეტავთ დებატებს. თქვენ მართლაც გაქვთ დიდი გამოწვევები და თქვენი მთავარი გამოწვევა ის არის, როგორ შეინარჩუნებთ ამ ღირებულებებს ღია მედიით, ღია პოლიტიკური დისკუსიით და იმ ხმის გაგონებით, რომელსაც თქვენ აბსოლუტურად არ ეთანხმებით. მარტივი გზა არის მათი გაჩუმება, მაგრამ ჭკვიანურია, დააწესო წესები. კი, ადამიანებს აქვთ გამოხატვის უფლება, მაგრამ გამოხატონ საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.