პოლიტიკა
NDI- ს კვლევა: 41% სსრკ-ს დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევს, 10% -მა არ იცის, ხოლო 49% იწონებს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო.

კითხვაზე, ზოგადად, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშალა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, გამოკითხულთა 41 პროცენტი პასუხობს „ცუდი მოვლენა“, 49 პროცენტი – „კარგი მოვლენა“, 10 პროცენტი – „არ ვიცი“.

აღსანიშნავია, რომ პასუხში „ცუდი მოვლენა“ ჭარბობენ 55+ ასაკის ადამიანები, გამოკითხულთა 41 პროცენტიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, 56 პროცენტი 55 წლის ასაკს ზემოთაა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.