საზოგადოება
NDI - პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 პროცენტი ცუდად აფასებს, კარგად კი 12 პროცენტი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად აფასებს 40 პროცენტი, საშუალოდ 36 პროცენტი, ხოლო კარგად აფასებს 12 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.