პოლიტიკა
გერმანიის პრეზიდენტი - „შტაინმაიერის ფორმულა“ არის მცდელობა, დიდი ნაბიჯები გარდაქმნილიყო შედარებით მცირე ნაბიჯებად, რათა ყოფილიყო მარტივად გადასადგმელი

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. „შტაინმაიერის ფორმულა“ არის მცდელობა, დიდი ნაბიჯები გადაკეთებულიყო, გარდაქმნილიყო შედარებით მცირე ნაბიჯებად, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინისთვის „შტაინმაიერის ფორუმლას“ ეხებოდა.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კითხვაზე – „რა გავლენა ჰქონდა რუსეთს ამ ფორმულის შემუშავებაზე და რა იყო თქვენი ჩართულობა“, შტაინმაიერი პასუხობს, რომ არანაირი გავლენა.

არანაირი. სამი წლის წინ პარიზში, ეს იყო ნორმანდიული ფორმატი, მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ წინ მაინცდამაინც არ წასულა პროექტები, რომლებიც მინსკის შეთანხმებისამებრ უნდა განხორციელებულიყო, უნდა დანერგილიყო. ფორმულა არის მცდელობა, დიდი ნაბიჯები გადაკეთებულიყო, გარდაქმნილიყო შედარებით მცირე ნაბიჯებად, რათა ეს ყოფილიყო მარტივად განსახორციელებელი, მარტივად გადასადგმელი“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.